ფეხბურთი

13:20 | 11.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ფაჯოლის 3-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ნიკოლო ფაჯოლი დიდ სკანდალში გაეხვა და 3-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

როგორც იტალიური მედია წერს, 22 წლის ნახევარმცველი არალეგალურ ონლაინ ტოტალიზატორში ფსონების განთავსებაშია ეჭვმიტანილი, რაც პროფესიონალ ფეხბურთელს ეკრძალება და სპორტული კოდექსის 24-ე მუხლის დარღვევაა. თუ მას ბრალი დაუმტკიცდა, 3-წლიანი დისკვალიფიკაცია და 25 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.

მოსალოდნელია, რომ ტურინის პროკურატურა განაჩენს ნოემბრისთვის გამოიტანს. სხვა დეტალები, კონკრეტულ რომელ მატჩებზე და როდის განათავსა მან ფსონები, უცნობია.

ნიკოლო ფაჯოლიმ გასულ სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, სერია A-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, მიმდინარე სეზონში კი 6 შეხვედრაში 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

0.11668