ანტონიო კონტე „ნაპოლის“ უახლოვდება. იტალიური მედიის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას გათავისუფლებას აპირებს და კონტესთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შედის.
როგორც ცნობილი გახდა, იტალიელმა სპეციალისტმა წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე რუდი გარსია ამავე დროში გამოიმუშავებს, მაგრამ დე ლაურენტისი მზადაა გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის მოთხოვნებს დათანხმდეს.
გარდა ამისა, „ნაპოლის“ B გეგმაც აქვს. კონტეს ვარიანტი საბოლოოდ თუ არ გამოვიდა, ნეაპოლელებს უკვე აქვთ იგორ ტუდორისგან თანხმობა მიღებული, რომელიც მზადაა იტალიის მოქმედი ჩემპიონი ჩაიბაროს, მაგრამ ხორვატმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ ის კონტეს შემდეგ მეორე არჩევანია.
ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს. როგორც ჩანს, ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სულ დადგმა ნუ გაგხსენდებათ
კარგად დაუდგამთ, როგორც ჩვევით ხოლმე...
სამარცხვინოები, ისედაც მთხლებურთი გვქონდა და საერთოდ ესეც აღარ დარჩა. ქართული ფეხბურთი არ არსებობს, ეს არის უთავმოყვარეოების დოღი ფედერაციან ფეხბურთელებიანად (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, საბედნიეროდ გამონაკლისებიც არიან).
Kidev kai Targamadze gaadzeves torem Sioni ar iyo golis gamtani
მოუხდა მგონი ფეხბურთს რამდენიმე ვაი ფეხბურთელის გამოკლება, შეასკდნენ სამკვდრო სასიცოცხლოდ?????????
ქვემოქართლური თრილერი.