ზინედინ ზიდანმა „იუვენტუსის“ ლეგენდების მატჩში ითამაშა, რომელიც ანიელების ოჯახის 100 წლისთავის გამო გაიმართა, მას მერე, რაც ეს ოჯახი ტურინულ გრანდს ფლობს. ზიზუმ კომენტარი თავის სამწვრთნელო მომავალზეც გააკეთა.
„მშვენიერია ამ ხალხთან ერთად ყოფნა, „იუვეს“ ოჯახთან ერთად ყოფნა საუკეთესოა რამეა. დროდადრო ასეთი საღამოები აუცილებელია, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ იუვენტინოებთან ერთად.
ჩემი მომავალი? ამჟამად სიახლე არაფერია, ოჯახთან ერთად ვტკბები, მერე ვნახოთ რა მოხდება. სანამ მწვრთნელი ვარ, ყოველთვის ისაუბრებენ, ვნახოთ, რა იქნება“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია. ის „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა და 212 მატჩში მიიღო მონაწილეობა.