„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ რუდი გარსია არ იყო მისთვის პირველი არჩევანი და მანამდე რამდენიმე მწვრთნელს ესაუბრა, მაგრამ ვერავინ დაითანხმა.
დე ლაურენტისმა დასძინა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კარგი არ არის და ამიტომ, დაფიქრებაა საჭირო.
„გარსიასთან ერთად ახლა ცუდი მომენტი გვაქვს. მე ვარ მეწარმე, ვალდებული ვარ ჩემი ბიზნესით ვიყო დაინტერესებული, თქვენს განკარგულებაში კი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი არიან. მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებებს, როცა მათი მიღების დრო მოვა. ვერავინ მოახდენს ჩემზე გავლენას, არავის მოვუსმენ, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, რადგან ყოველი ნაჩქარევი გადაწყვეტილება არასწორია. არ შეიძლება ყველაფერი იმ წამსვე გქონდეს და მაშინვე მიიღო, ამისთვის მუშაობაა საჭირო. როდესაც მწვრთნელი აგყავს, რომელიც იტალიურ ფეხბურთს კარგად არ იცნობს, შეიძლება გაუჭირდეს, ეს ნებისმიერს შეიძლებოდა მოსვლოდა.
ფეხბურთი არ ჰგავს მშენებარე შენობას, რომელსაც თუ სწორად ააშენებ, იცი, რომ არ ჩამოინგრევა. ფეხბურთში არის გაუთვალისწინებელი რაღაცები, არსად წერია სკუდეტოს მოგების მათემატიკური ვარიანტი. მჯერა, რომ წელსაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რომელიც მწვრთნელთან დაკავშირებით მაქვს, ისაა, რომ კასტელ ვოლტურნოში ყოველდღე მასთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა არ მქონდა.
გარსია ზაფხულში არ იყო ჩემი პირველი არჩევანი. მანამდე ვესაუბრე ტიაგო მოტას, რომელმაც უარი მითხრა, რადგან არ სურდა იმ მწვრთნელის მემკვიდრეობის მიღება, რომელმაც გააკეთა ის, რაც გააკეთა. დავურეკე ლუის ენრიკეს და კიდევ კარგი, რომ ის საფრანგეთში წავიდა, რადგან ხედავთ, როგორი შედეგები აქვს... მან ჩემთან საუბრით ვერაფერში დამარწმუნა, რომელიც 3 დღე გაგრძელდა. რამდენიმე მწვრთნელს ვესაუბრე.
იტალიის სუპერთასი საუდის არაბეთში? არაბულმა ქვეყნებმა უნდა დაალაგონ თავიანთი კანონები ქალებთან მიმართებაში და პატივი სცენ მათ. ნახეთ რა ხდება ისრაელში? ახლა გინდათ, რომ იქ ჩავიდეთ და 120 ფეხბურთელი ჩავიყვანოთ კიდევ რამდენიმე მილიონისთვის? ეს სისულელეა! რომში ჩავატაროთ სუპერთასი, რატომ უნდა წავიდეთ არაბეთში? არ მინდა იმის თქმა, რომ ბოიკოტს ვუცხადებ, მაგრამ ამაზე უნდა დაფიქრდნენ“, - თქვა დე ლაურენტისმა.