ფეხბურთი

22:30 | 10.10.2023 | ნანახია 3241 - ჯერ

დე ლაურენტისი კონტეს თუ დაითანხმებს, გარსიას გაათავისუფლებს

„ნაპოლიში“ რუდი გარსიას მომავალი გაურკვეველია. მთელი რიგი იტალიური გამოცემები იტყობინებიან, რომ ფრანგ სპეციალისტს 3 მატჩი მისცეს სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ შეიძლება მანამდეც გაათავისუფლონ.

როგორც Sky Sport-ი იტყობინება, აურელიო დე ლაურენტისს ანტონიო კონტეს მიწვევა სურს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ის დაითანხმოს. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ კონტე თავისუფალია და მისაღები შეთავაზების შემთხვევაში, სავარაუდოდ, „ნაპოლიში“ მუშაობას დათანხმდება.

წყაროს თანახმად, დე ლაურენტისი სწორედ კონტესთან შეთანხმებას ელოდება, რომელსაც თუ მიაღწევს, გარსიას მაშინვე გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონი არცთუ კარგად დაიწყო და 14 ქულით სერია A-ში მეხუთე ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:57 | 02.06.2017
Chat shit get banged (1127)

ბენფიკას საღოლ! ჯერ ობლაკი დაასუხარა 20 მილიონად, მერე ეს 40ად. მანამდე ჟულიო სეზარი ყავდათ

22:09 | 01.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ვაა რა დედის მტ: სასტავს კრეფავ !!!!!

0.066382
3241