საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ივა გელაშვილმა ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნაკრებში მოხვედრა მისი ოცნება იყო.
"ძალიან გახარებული ვარ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით. ამ გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სასიამოვნოა, სამწვრთნელო შტაბისგან ნდობა და შანსის მიღება. მნიშვენლოვანი თამაშები გველის. კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ და ორივე შეხვედრა მოვიგოთ", - თქვა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება (20:00 საათი). 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კი, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.