ფეხბურთი

19:53 | 10.10.2023 | ნანახია 1340 - ჯერ

ფილიპო ინძაგი სერია A-ს გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

„სალერნიტანას“ მთავარ მწვრთნელად ფილიპო ინძაგი დაინიშნა, რომელმაც პაულო სოუზა შეცვალა.

იტალიელი სპეციალისტის ამოცანა გუნდისთვის სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. სალერნოელებმა 8 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს და აუტსაიდერთა რიგებში არიან.

ფილიპო ინძაგის კარიერის განმავლობაში „მილანის“, „ვენეციას“, „ბოლონიას“, „ბენევენტოს“, „ბრეშასა“ და „რეჯინას“ მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068272
1340