საქართველოს ამპუტანთ ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.
ბელგიაში ჩატარებული ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს 5:0 სძლია. ისრაელის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. საბერძნეთის ნაკრებთან მატჩი საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, უკრაინასთან შეხვედრა კი ფრედ, 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ისევე როგორც უკრაინამ 8 ქულა დააგროვა. თუმცა, ბურთების უკეთესი სხვაობით პირველი ადგილი ჩვენმა ქვეყანამ დაიკავა. C დივიზიონში გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩები 2025 წელს გაიმართება.
ერთა ლიგის C დივიზიონის ბომბარდირი 5 გოლით ლაშა ბრეგვაძე გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი რუსლან შაჰუმიანი დასახელდა.