უეფამ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და რუსეთს თავის ტურნირებში მონაწილეობის უფლება ისევ ჩამოართვა.
მოგეხსენებათ, უეფამ გადაწყვიტა, რუსეთის 17-წლამდე ნაკრები დაებრუნებინა საკვალიფიკაციო ტურნირებში, რასაც სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე ფედერაციამ ოფიციალურად უარი გამოთქვა რუსეთთან თამაშზე, რის გამოც უეფას გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია.
შედეგად, რუსეთის 17-წლამდე ნაკრებიც ვერ მიიღებს უახლოეს საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას და რუსული ფეხბურთი ისევ ჩამოშორებულია საერთაშორისო ასპარეზს.