ფეხბურთი

14:24 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ევრო 2028-ის და ევრო 2032-ის მასპიძნელი ქვეყნები დაასახელა

უეფამ ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა იტალიას და თურქეთს მიანდო. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ორივე ქვეყანამ უეფას წარუდგინა 20 პოტენციური მასპინძელი სტადიონი, საიდანაც 2026 წლის ოქტომბრისთვის უეფა 10 სტადიონს აარჩევს - თითო ქვეყნიდან 5-5-ს.

იტალიიდან ევროპის ჩემპიონატს რომი, მილანი და ტურინი უმასპინძლებენ, დანარჩენი ორი ქალაქის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა. თურქეთიდანაც უნდა შეირჩეს 5 სტადიონი.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატს 1968 და 1980 წლებში უმასპინძლა, ასევე ევრო 2020-ის რამდენიმე მატჩი რომში გაიმართა. იტალიაში ბოლოს დიდი ტურნირი 1990 წელს ჩატარდა, როდესაც მათ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს. თავის მხრივ, თურქეთს მსგავსი ტურნირის მასპინძლობის უფლება პირველად მიენიჭა.

გარდა ამისა, უეფამ ევრო 2028 წლის მასპინძელიც დაასახელა - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. შეიძლება ითქვას, რომ ეს აქამდეც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დღეს უეფამ ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ევრო 2028-ის მატჩებს შემდეგი ქალაქები უმასპინძლებენ: ბელფასტი, ბირმინგემი, კარდიფი, დუბლინი, გლაზგო, ლივერპული, ლონდონი, მანჩესტერი და ნიუკასლი.

0.118594