ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ენდი ვან დერ მეიდემ გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა და თქვა, რომ „აიაქსის“ სირცხვილია ასეთი ფეხბურთელი რომ დაიმატა...
ვან დერ მეიდემ „ალკმაართან“ მატჩში ერთ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც ქართველმა ბურთი დაკარგა, მაგრამ მის დასაბრუნებლად დაცვას არ დაეხმარა.
„ის ბურთის დაკარგვის შემდეგ მშვიდად დასეირნობს, თითქოს ფიქრობს, მე არ შემიძლია, თქვენ დაიბრუნეთ ბურთი, ეს დაუჯერებელია! ნამდვილად სირცხვილია, რომ „აიაქსმა“ ეს ფეხბურთელი დაიმატა“, - აღნიშნა ვან დერ მეიდემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსს“ 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან ამსტერდამულ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.