„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, დაასახელა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთანაც ოდესმე უთამაშია საფეხბურთო კარიერის განმავლობაში.
„ვფიქრობ, ნიჭიერი ფეხბურთელები ყველგან არიან, მათ შორის იტალიაშიც. ყველაზე დიდი ნიჭი, ვისთანაც ოდესმე მითამაშია? ნამდვილად რობერტო ბაჯო გახლავთ.
ნიჭი არ შეიძლება განვითარდეს სახლში სოციალური მედიის საშუალებით. ნიჭი ვითარდება, თუ ვარჯიშობ, შეცდომებსაც კი უშვებ. მოგწონთ ფეხბურთის თამაში? მაშინ ბევრი ითამაშე“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვები La Gazzetta dello Sport.
შეგახსენებთ, რომ როგორც ფეხბურთელი გვარდიოლა თამაშობდა „ბარსელონაში,“ „ბრეშიაში“, „რომაში,“ „ალ-აჰლისა“ და „დორადოს დე სინალოაში.“ ის ასევე იცავდა ესპანეთის ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 47 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.