„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს, ლამინ იამალს, ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბანაკის დატოვება მოუწია - წერს Mundo Deportivo.
მანამდე კატალონიური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 16 წლის ფეხბურთელი დაშავდა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე მაინც წავიდოდა, რათა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა გაეარა. გუშინ, 9 ოქტომბერს, იამალს ეს გამოკვლევა ჩაუტარდა და ლას როზასში ესპანეთის ნაკრების რეზიდენციაში, ღამის გათევის შემდეგ, ბარსელონაში დაბრუნდა.
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ესპანელმა თავდამსხმელმა ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი ბურთი გაიტანადა ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ იამალს „ფურია როხაში“ დებიუტი წლეულს სექტემბერს ჰქონდა თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (7:1).