ფეხბურთი

11:16 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექემი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ელჩი?

„მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ნახევარმცველს, დევიდ ბექემს, კლუბის ელჩობას შესთავაზებენ, თუ „წითელ ეშმაკებს“ შეიხი ჯასიმი შეიძენს - გვამცნობს talkSPORT.

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი არის „მანჩესტერის“ ერთ-ერთი ლეგენდა, რომლის კლუბში ნახვა ყატარელს სურს.

ბექემი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია, ის გუნდში 1993-2003 წლებში თამაშობდა. 2003 წელს ბექემი ინგლისური კლუბიდან მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 37,5 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე პრემიერლიგაში რვა ტურის შემდეგ, მანჩესტერელებს 12 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.

0.112786