„ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
შეგახსენებთ, რომ გერმანელ მეკარეს გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, რადგან დეკემბერში თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა.
წყაროს ცნობით, ნოიერის მოედანზე გამოჩენა უკვე 21 ოქტომბერს „მაინცის“ ან 24 ოქტომბერს „გალათასარაის“ წინააღმდეგაა შესაძლებელი. ბოლო ვადა 28 ოქტომბერია „დარმშტადთან“ მატჩში.
მოსალოდნელია, რომ ნოიერი ძირითადში დაიწყებს თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკა არ ჰქონდა. თავად მეკარეს ამის იმედი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა სათხილამურო კურორტზე დასვენების დროს ფეხი მოიტეხა, მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებმა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ფეხბურთელს მარჯვენა წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.