კალათბურთი

23:34 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თვაურ-რატიშვილის ტანდემი თურქეთში 2 მატჩს მოემსახურება, ვართანოვი კი ბეშიქთაში–სლავიას იმსაჯებს
სანამ ფიბა-ს ვაჟთა ტურნირები დაიწყებოდეს, აქტიურად მიმდინარეობს ქალთა ევროპის თასი და ევროლიგა, რომლებსაც ქართველი მსაჯები და კომისარი ემსახურებიან. ფიბა-მ მორიგი ტურის მატჩებზე მომსახურე ბრიგადები დანიშნა, რომელთა შემადგენლობაშიც მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური და მერაბ რატიშვილი მოხვდნენ. ახალდაწყებულ სეზონში მეორედ ხდება, რომ ერთ მატჩზე 2 ჩვენებური მუშაობს. ასე იყო 20 სექტემბერს, როცა არბირტმა კირილე თვაურმა და კომისარმა მერაბ რატიშვილმა ქათა ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი სტამბოლში იმსაჯეს, ამჯერად კი თვაური-რატიშვილი ერთბაშად 2 შეხვედრას, ისევ თურქეთში, 11 და 12 ოქტომბერს მოემსახურებიან. რაც შეეხება მიხეილ ვართანოვს, იგი 11 ოქტომბერს ქალთა ევროპის თასის შეხვედრას სტამბოლში, ბეშიქთაშსა და სლოვაკურ სლავიას შორის იმსაჯებს. მიხეილ ვართანოვი (მსაჯი) 11 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი) ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – სლავია (ბანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი) კირილე თვაური (მსაჯი) 11 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი) ფენერბაჰჩე (თურქეთი) – ასველი (ვილერბანი, საფრანგეთი) 12 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. ბურსა (თურქეთი) ბურსა (თურქეთი) – უნივერსიტასი (პეჩი, უნგრეთი) მერაბ რატიშვილი (კომისარი) 11 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი) ფენერბაჰჩე (თურქეთი) – ასველი (ვილერბანი, საფრანგეთი) 12 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. ბურსა (თურქეთი) ბურსა (თურქეთი) – უნივერსიტასი (პეჩი, უნგრეთი)
0.123264