„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ტრავმირებულია. არგენტინელმა დაზიანება „კალიარისთან“ მატჩში მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.
თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ დიბალას ტრავმა სერიოზული იყო, თუმცა ეს შიში არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, პაულო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში დიბალამ „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.