ფეხბურთი

14:31 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი გაბრაზებული და შეშფოთებულია: გარსიას გათავისუფლება ემუქრება

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავისი გუნდის თამაშით და შედეგებით შეშფოთებულია.

როგორც Il Mattino წერს, დე ლაურენტისი „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ შეშფოთებული, იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო, ის გუნდის გასახდელშიც ჩავიდა, თუმცა, ჯერჯერობით, რუდი გარსიასთან პირადად არ უსაუბრია.

წყაროს თანახმად, ფრანგი სპეციალისტის პოზიცია კლუბში არ არის მყარი და დაკვირვების ქვეშაა. თუ უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ შეიცვლება, შეიძლება გარსია მალე დაითხოვონ. ყველაფერი მომდევნო მატჩებზე იქნება დამოკიდებული. გარსიას სავარაუდო შემცვლელთა შორის La Repubblica ანტონიო კონტეს და იგორ ტუდორს ასახელებს, "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113207