უეფამ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი, ისრაელსა და შვეიცარიას შორის, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადადო.
როგორც უეფას განცხადებაში აღნიშნული, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ისრაელში მატჩები არ გაიმართება. შედეგად, გადაიდო ისრაელის 21 და 17-წლამდე ნაკრებების შეხვედრებიც.
გადადებული მატჩების ჩატარების ახალი თარიღები მოგვიანებით დადგინდება.