ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2409), რომელიც ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს, პირველი მარცხი განიცადა.
სამწუხაროა, რომ მერის წარუმატებლობა მასზე გაცილებით დაბალი რეიტინგის მქონე მეტოქესთან შეემთხვა. ინდოელმა ნანდჰიდჰაამ (2174) ქართველს თეთრი ფიგურებით სძლია.
შედეგად, არაბიძეს ხუთ ტურში 3.0 ქულა შერჩა და ლიდერებს, რომელთა რიცხვმაც უკვე ათს უწია, ქულით ჩამორჩება. მე-6 ტურში მერი შავებით ინდოელ ბოდა პრატიუშას (2078) გაეჯიბრება.
მარცხი განიცადა ვაჟთა ტურნირის ერთადერთმა ქართველმა მონაწილე ირაკლი ბერაძემაც (2318). მან თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ნიჯატ აბასოვთან (2528) წააგო და 2.5 ქულა შერჩა. 4.5 ქულით 3 მოჭადრაკე ლიდერობს, ბერაძის მომდევნო მოწინააღმდეე კი ინდოელი მაჰადევან სივა (2141) იქნება.