ფეხბურთი

1:11 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" "გრანადასთან" მარცხს გადაურჩა

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „გრანადასთან“ მარცხს გადაურჩა.

ჩავის გუნდმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და პირველივე წუთზე გოლი გაუშვა. ამას მასპინძლებმა მეორეც მიაყოლეს - დუბლი შეასრულა ბრაიან სარაგოსამ. „ბარსა“ თამაშში პირველი ტაიმის ბოლოს ლამინე იამალმა დააბრუნა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა კატალონიურ გრანდში და ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა 16 წლისა და 87 დღის ასაკში.

„გრანადა“ მეორე ტაიმში ახერხებდა ანგარიშის შენარჩუნებას კარგა ხნის განმავლობაში, თუმცა, 86-ე წუთზე სერხი რობერტომ თავის გუნდს ქულა გადაურჩინა - 2:2.

„ბარსელონა“ 21 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 3 ქულით ჩამორჩება. მეორე პოზიციაზე კი „ჟირონაა“ (22 ქულა), რომელმაც სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.

„გრანადა“ – „ბარსელონა“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 სარაგოსა (1), 2:0 სარაგოსა (29), 2:1 იამალი (45), 2:2 სერხი რობერტო (86)

0.116313