ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, ყველაფერი კი გაბრიელ მარტინელის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც თავი 86-ე წუთზე გამოიჩინა. ამრიგად, „არსენალმა“ „სიტი“ საკუთარ მოედანზე 2015 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.
„არსენალმა“ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს „ტოტენჰემთან“ ერთად ლიდერობს! „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ წააგო და 18 ქულით მესამე პოზიციაზეა.
სხვათა შორის, პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო ყველა ტურნირზე, პრემიერლიგაში „არსენალსა“ და „ვულვზთან“, ინგლისის თასზე „ნიუკასლთან“ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო „ლაიფციგთან“. აქ საინტერესო ისაა, რომ წაგებულ მატჩებში მოედანზე არ იყო როდრი - ესპანელი გვარდიოლას გუნდის სისტემისთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია...
„არსენალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მარტინელი (86)