ფეხბურთი

20:49 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის წითელი ბარათი და "კრემონეზეს" გამარჯვება სერია B-ში

იტალიის სერია B-ს მე-9 ტურში „კრემონეზემ“ სტუმრად „კომო“ 3:1 დაამარცხა, ლუკა ლოჩოშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ გააძევეს.

ლუკამ 68-ე წუთზე მიიღო პირდაპირ წითელი ბარათი და თავისი გუნდი, რომელიც იმ დროისთვის 3:1-ს იგებდა, რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. თუმცა, კრემონელებმა გამარჯვებამდე საქმე მაინც მიიყვანეს.

ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული შეუცვლელად. „კრემონეზე“ 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 ოქტომბერს, „სუდტიროლს“ უმასპინძლებს.

0.109589