ამერიკული DC იუნაიტედიდან უეინ რუნი გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც გუნდი MLS-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა, ინგლისელი სპეციალისტი დაითხოვეს.
რუნი „დი სი იუნაიტედს“ 2022 წლიდან ავარჯიშებდა, მაგრამ განსაკუთრებული შედეგების გარეშე. უეინი ამერიკულ გუნდში 2018-2019 წლებში, როგორც ფეხბურთელი ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, უეინ რუნიმ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს „დერბი ქაუნთიდან“ დაიწყო, რომელსაც 2 წელი ავარჯიშებდა.