კალათბურთი

1:20 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, "ტენერიფემ" პირველად მოიგო

„ლენოვო ტენერიფემ“ ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხე ტურში კანარიელებმა „ბრეოგანს“ უმასპინძლეს და უმძიმეს ბრძოლაში, ოვერ-ტაიმში 88:81 იმარჯვეს. გადამწყვეტი 5-წუთეული „ტენერიფემ“ 14:7 მოიგო.

კარგი თამაში ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 27:49 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ 1 მოგებით და 3 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ოქტომბერს, „ჟირონას“ ესტუმრება.

0.115763