ფეხბურთი

22:16 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ ლიდერებს მიუახლოვდა, საზონოვს ტრავმის გამო არ უთამაშია

იტალიური სერია A-ს მე-8 ტურის მატჩში, „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბიში „ტორინო“ 2:0 დაამარცხა, 17 ქულა მოაგროვა და ლიდერთან სხვაობა მხოლოდ ორი ქულაღაა. მანამდე „ინტერმა“ შინ „ბოლონია“ ვერ დაამარცხა (2:2).

ტურინელთაგან გოლები ფედერიკო გატიმ და არკადიუშ მილიკმა გაიტანეს.

ჩვენი საბა საზონოვი ტრავმის გამო არ გასულა მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში იყო. ქართველი მზად არ იყო სათამაშოდ და ივან იურიჩმაც არ გარისკა. "ტორინო" ახლა 8 ქულით მე-14 ადგილზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109623