ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „ვალენსია“ „მალიორკას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა, რაშიც გიორგი მამარდაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის.
მეხუთე წუთზე „მალიორკა“ დანიელ როდრიგესის გოლით დაწინაურდა, მამარდაშვილს ამ ეპიზოდში შანსი არ ჰქონდა. „ღამურებმა“ ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე დიეგო ლოპესის გოლით გაათანაბრეს. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და - 1:1.
შესვენების შემდეგ „ვალენსიამ“ გოლი რომ არ გაუშვა, მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ორი რთული დარტყმა მოიგერია. 23 წლის ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 11 გოლი აქვს გაშვებული, ორჯერ კი კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსიას“ 9 ტურის შემდეგ 11 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი, 23 ოქტომბერს, „კადისს“ უმასპინძლებს.