ფეხბურთი

21:49 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საშინელი ტრავმა პრემიერლიგაში: ჩანს, „შეფილდის“ კაპიტნის კარიერა დასრულდა

პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩში „ფულემი“ და „შეფილდ იუნაიტედი“ ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ (3:1). მატჩის 22-ე წუთზე სტუმართა კაპიტანი კრის ბაშამი ბურთით გადაადგილდებოდა, როცა საყრდენი ფეხი წარუმატებლად გადაუბრუნდა. მეტოქესთან შეხება არ ყოფილა. ეჭვი კოჭის მოტეხილობაზე აქვთ.

მატჩი 10 წუთზე მეტ ხანს შეჩერდა. სანამ მოთამაშეს მკურნალობდნენ. მცველმა მოედანი საკაცით დატოვა. ამ დროს „ფულემის“ ფანები „შეფილდის“ ფეხბურთელის მხარდასაჭერად სკანდირებდნენ. მან მათ საპასუხოდ ცერა თითი ასწია. ბაშამი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კრის ბაშამი 35 წლისაა და ეს მისი 394-ე მატჩი გახლდათ „შეფილდში.“ ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ტრავმის ხასიათისა და ბაშამის ასაკის გათვალისწინებით, სასწაული იქნება, თუ ის ამ სეზონში კვლავ ითამაშებს. შესაძლოა, „ფულემთან“ შეხვედრა მის კარიერაში ბოლო გამოდგეს.

0.11709