ფეხბურთი

21:06 | 7.10.2023 | ნანახია 350 - ჯერ

„შტუტგარტი“ მიმდინარე ბუნდესლიგაში პირველად გალიდერდა

გერმანული ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში „შტუტგარტმა“ შინ „ვოლფსბურგი“ 3:1 დაამარცხა, 18 ქულა მოაგროვა და მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა.

სებასტიან ჰიონესის შეგირდები 66-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ შემდეგ გვინეელი შემტევის, სერუ გირასის დრო დადგა, მან ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისიანებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვრებინა.

„დორტმუნდი“ „უნიონთან“ აგებდა, თუმცა ხასიათი გამოავლინა და 4:2 დაამარცხა. ედინ ტერზიჩის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზეა. თუმცა ლევერკუზენის „ბაიერი“ კვირას შინ „კიოლნს“ ეთამაშბა და წარმატების შემთხვევაში კვლავ გალიდერდება.

„აუგსბურგმა“ შინ „დარმშტადთან“ 1:2 წააგო, „ლაიფციგი“ კი „ბოხუმს“ უგოლოდ დაშორდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:46 | 19.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მე მაინც მგონიოა რომ ისევ ბაიერნი ხდება ჩემპიონი

06:25 | 18.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

შტუტგარტი წლევანდელი აღმოჩენაა

06:25 | 18.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

თავის გირასიანათ

04:23 | 08.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეს გირასი რა დღეშია

21:33 | 07.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესენიც მაგარს უბერავენ

0.140368