რაგბი

20:48 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

უელსელი მორაგბეები: "ვიცოდით, რომ საქართველო არ დანებდებოდა, რადგან ამაყი ერია"

უელსის ნაკრების მორაგბეებმა დევი ლეიქმა და ტომი რეფელმა საქართველოსთან მატჩის (43:19) შემდეგ ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, იცოდნენ, რომ რთული თამაში ექნებოდათ.

დევი ლეიქი: „პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში ცოტა მოვდუნდით, საქართველომ თამაშში დაბრუნება მოახერხა. ვისაუბრეთ და ვიცოდით, როგორი ამაყი არიან საქართველო, ისინი არასდროს ნებდებიან. მატჩის ბოლოს კარგი რაგბი ვითამაშეთ და შეცდომებზე ვიმუშავებთ“.

ტომი რეფელი: „ვიცოდით, რას ველოდებოდით საქართველოსგან, მათ გასულ წელს კარდიფში დაგვამარცხეს. ასე რომ, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთან (12:17) და უელსთან (19:43) წააგო, ხოლო პორტუგალიას დაუზავდა (18:18), შედეგად, C ჯგუფში 1 ფრით და 3 წაგებით, რითაც მხოლოდ 3 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები 2007, 2011, 2015 (2 მოგება), 2019 წლებში მინიმუმ ერთ გამარჯვებას ახერხებდა მსოფლიო თასზე, შესაბამისად, 2003 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა.

0.131944