შოტლანდიელი სქოთ მაკტომინეი პრემიერლიგაში შაბათის სათამაშო დღის გმირი გახდა. „მაჩესტერი“ „ბრენტფორდს“ მასპინძლობდა და 93-ე წუთამდე 0:1 აგებდა. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა მაკტომინეი. შოტლანდიის ნაკრების შუახაზელმა 4 წუთის ინტერვალში დუბლი მიითვალა და თავისიანებს გაამარჯვევბინა - 2:1.
„იუნაიტედი“ ახლა 12 ქულით მე-9 ადგილზე დგას, 7-ქულიანი „ბრენტფორდი“ კი ცხრილში მეთოთხმეტეა.
კაცნაკლულმა „ტოტენჰემმა“ მიკი ვან დე ვენის გოლით უმიშვნელოვანესი თამაში მოუგო სტუმრად „ლუთონს“ (0:1) და ჯერჯერობით პრემიერლიგის ცხრილში გალიდერდა.
„ჩელსი“ „ბარნლისთან“ აგებდა, მაგრამ 1:4 დაამარცხა და 11 ქულით მეათე ადგილზეა.
ევერტონმა - ბორნმუთი 3:0 დაამარცხა, ფულემმა - შეფილდ იუნაიტედი - 2:1.