ძიუდო

17:38 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შალვა გურეშიძე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შალვა გურეშიძე ფინალში გავიდა, შესაბამისად, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურეშიძემ გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური, თურქი მუნირ ერტუგი, კვიპროსელი იანის ანტონიუ დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ თურქს, იბრაჰიმ ტატაროღლუს შეხვდება.

დღესვე უმედლოდ დარჩა გიორგი ბადუაშვილი (100 კგ), რომელმაც პირველივე წრეში იაპონელ დოტა არაისთან წააგო, ხოლო ქალთა შორის ნინო პაპიძემ (+78 კგ) მონღოლ ენხზულ ენხბაიარს აჯობა, მაგრამ მერე ნიდერლანდელ პაულინ სვეერსთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, რომელიც ალექსანდრე ლოლაძის აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112491