რაგბი

1:23 | 7.10.2023 | ნანახია 1361 - ჯერ

საფრანგეთი მეოთხედფინალშია, იტალია ჯგუფში ზედიზედ მეათედ ჩარჩა

მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა: საფრანგეთის ნაკრებმა იტალიას მოლოდინისამებრ ძალიან ადვილად, 60:7 აჯობა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვეტილი იყო, რომელიც ფრანგებმა 31:0 მოიგეს. იტალიამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერთი გარდასახული ლელო მიითვალა.

შედეგად, საფრანგეთის ნაკრები 4 მოგებით და 18 ქულით მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა, ხოლო ახალმა ზელანდიამ მეორე საფეხური დაიკავა. იტალიამ 2 თამაში მოიგო, 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მესამე პოზიცია ერგო. აღსანიშნავია, რომ „აძური“ მსოფლიო თასზე ჯგუფში ზედიზედ მეათედ ჩარჩა.

აქვე ვთქვათ, რომ მეოთხე პოზიციაზე ურუგვაი გავიდა 5 ქულით, ხოლო ნამიბიამ ასპარეზობა 4 წაგებით და ქულის გარეშე დაასრულა.

საფრანგეთი - იტალია 60:7 (31:0)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:56 | 07.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ფრანგებს მაგარი გუნდი ყავთ, ერთერთი კანდიდატები არიან მსოფლიოს მოგების

0.123927