ფეხბურთი

0:10 | 7.10.2023 | ნანახია 716 - ჯერ

საუდი პრო ლიგა: "ალ-აჰლიმ" დერბი მოიგო, ამჯერად, რონალდუმ გოლი ვერ გაიტანა

საუდი პრო ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ალ-აჰლიმ“ დერბიში „ალ-იტიჰადი“ მისსავე მოედანზე 1:0 დაამარცხა.

დაძაბული მატჩის ბედი ფრანკ კესიმ გადაწყვიტა, რომელმაც 31-ე წუთზე მასპინძელთა კარში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. 71-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა, მაგრამ გოლი გააუქმეს და მისი გუნდი დამარცხდა.

„ალ-აჰლსა“ და „ალ-იტიჰადს“ 19-19 ქულა აქვთ და „ალ-ნასრთან“ ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

ამავე ტურში „ალ-ნასრი“ „აბჰას“ 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ამჯერად, კრიშტიანუ რონალდუმ თავი ვერ გამოიჩინა.

საუდი პროლიგას ამ დროისთვის 22 ქულით მოულოდნელად „ალ-ტავონი“ ლიდერობს, რომელსაც სხვა კლუბებისგან განსხვავებით ბევრი ვარსკვლავი ნამდვილად არ ჰყავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 10.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რონალდო ამ სეზონში ძაან მოხოდილია

08:41 | 07.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველა თამაშში ხომ ვერ გაიტანს

00:53 | 07.10.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

დაგიჯვით არაბეთის ლიგაზე

0.136106