თურქეთის პირველ ლიგაში „ქოჯაელისპორი“ „ერზურუმსპორს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დასრულდა, მასპინძელთა შორის კი გოლი გიორგი ბერიძემ გაიტანა.
ქართველმა ქოჯაელელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში თამაშის მე-12 წუთზე გახსნა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
„ქოჯაელისპორი“ თურქეთის პირველ ლიგაში 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზეა.