სხვა

20:38 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" წააგო

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ბერძნებმა 6:0 მოიგეს.

ცხადია, ამის შემდეგ „დინამომ“ თამაშის შეტრიალება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, 6:19 დამარცხდა. მასპინძლებმა ყველა პერიოდი დათმეს.

„დინამო თბილისი“ B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, „დუბროვნიკთან“ გამართავს.

„დინამო თბილისი“ – „ოლიმპიაკოსი“ 6:19 (0:6, 3:4, 1:3, 2:6)

0.120436