ძიუდო

20:04 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოლაძის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ალექსანდრე ლოლაძემ მოუტანა.

81 კგ წონით კატეგორიაში ლოლაძემ 4 ბრძოლა მოიგო, რის შედეგად ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ კაიტო ამანოსთან დამარცხდა. შესაბამისად, ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს უმედლო სერია ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეწყდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ოქტომბერს, გიორგი ბადუაშვილი, შალვა გურეშიძე და ნინო პაპიძე იასპარეზებენ, რითაც ინდივიდუალური პირველობა დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104729