ფეხბურთი

18:39 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას კარიერა სრულდება: დოპინგის განმეორებითი ანალიზი ისევ დადებითია

პოლ პოგბამ დოპინგზე განმეორებითი ანალიზი გაიკეთა, მაგრამ შედეგი უცვლელია - პასუხი ისევ დადებითია.

შესაბამისად, ფრანგ ფეხბურთელს, რომელსაც სხეულში ტესტოსტორონის კვალი აღმოაჩნდა, 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ეს კი, პრაქტიკულად მისი კარიერის დასასრულს ნიშნავს, რადგან 4-წლიანი პაუზის შემდეგ, პოგბას მოედანზე დაბრუნება თითქმის წარმოუდგენელია, მით უფრო, იმ დროს 34 წლის იქნება.

გარდა ამისა, იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსი“ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს, რადგან ტურინელები ხელფასის სახით მას სეზონში 10 მილიონ ევროს უხდიან, რითაც პოგბა „იუვეს“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ასეთ პირობებში კი, ცხადია, კლუბი მასთან ვერ ითანამშრომლებს.

პოლ პოგბამ 2022 წლიდან ტრავმების გამო მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა. სწორედ ტრავმის გამო მიიღო მან პრეპარატი, რაც კუნთის მოძლიერებას ისახავდა მიზნად, მაგრამ შეცდომა დაუშვა და აკრძალული პრეპარატი მიიღო, რაც ფაქტობრივად კარიერის დასრულების ფასად დაუჯდა.

0.118665