ფეხბურთი

17:07 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "იმედია, სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ფეხბურთელები ტრავმას არ მიიღებენ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მიზანი გამარჯვება და სანაკრებო პაუზაზე კარგ განწყობაზე გასვლაა.

„სატურნირო ცხრილში „ფიორენტინა“ ჩვენს გვერდითაა, ამიტომ, გვინდა გავიმარჯვოთ და ჩვენი პოზიცია გავამყაროთ. ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე კარგად თამაშობს და შესანიშნავი დასაწყისი აქვს.

როტაცია? ჯერ უნდა გავიგო როგორ არიან ბიჭები, ერთი დღე კიდევ გვაქვს და გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ. ეს ბოლო მატჩის სანაკრებო პაუზამდე და მნიშვნელოვანია, რომ მოვიგოთ, რათა პაუზა კარგ განწყობაზე გავატაროთ.

ფეხბურთელების, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში მიდიან, მიზანია იქაც გამარჯვება მოიპოვონ, მაგრამ ჩვენი მთავარი საფიქრალია, რომ ისინი ტრავმირებულები არ დაგვიბრუნდნენ და გუნდში ჯანმრთელები დაბრუნდნენ. მარიო რუი? მისი აგენტი უბრალოდ ტირის და არ ვპასუხობ ადამიანებს, რომლებიც ტირიან. მარიოსთან ვილაპარაკე და ჩვენ შორის ყველაფერი რიგზეა“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.111835