„ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ლუჩანო კიარუჯიმ ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, აშკარად ჩანს, რომ ნიგერიელი და ქართველი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არ არიან.
„ვინც სიტუაციას გარედან უყურებს, ხვდება, რომ არცერთი არ არის კარგ კონდიციაში. ოსიმენმა უნდა გაიგოს, რომ კამათი არაფერშია საჭირო, ამიტომ, არ შეიძლება ელოდოს, რომ ყველა ისე მოექცევა, როგორც მას სურს. გარკვეულწილად იგივე ხება კვარასაც. შარშან გუნდურობა გადამწყვეტი იყო ჩემპიონობაშიც და ახლაც ასე უნდა იყოს, თუ კვლავ ჩემპიონობა სურთ“, - თქვა კიარუჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.