„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენთან მუდმივი საუბარია საჭირო, რათა მან თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს. მან ასევე კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიაზე და ის ფიქრობს, რომ ქართველი მოწყენილია.
„მუდმივი საუბარია საჭირო, განსაკუთრებით ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიც ოსიმენია. ხვიჩა კვარაცხელიაც აღარ იღიმის. ზოგადად, გუნდში, უფრო მეტ სევდას ვხედავ და ეს მაწუხებს. ასეთ დიდებულ ფეხბურთელებს ისეთი ვითარება უნდა შეუქმნა, რომ მშვიდად იყვნენ. ამისთვის მუდმივი კონტაქტია საჭირო“, - თქვა რეიამ.