რაგბი

1:09 | 6.10.2023 | ნანახია 1404 - ჯერ

ახალი ზელანდია მეოთხედფინალში გავიდა

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. „ოლ ბლექსმა“ ჯგუფური ეტაპი ურუგვაისთან ადვილი გამარჯვებით დაასრულა.

კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო, შესაბამისად, ზელანდიელებმა ურუგვაელებს არავითარი შანსი არ მისცეს და ბონუს ქულით დამსახურებულად, 73:0 მოიგეს.

ახალმა ზელანდიამ A ჯგუფში გამოსვლა 3 მოგებით და 1 წაგებით დაასრულა და მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა, ჯერ უცნობია პირველი თუ მეორე ადგილით, რადგან საფრანგეთისა და იტალიის შეხვედრაა ამ ჯგუფში გასამართი.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში A ჯგუფიდან გასული გუნდები B ჯგუფის გუნდებთან გადაიკვეთებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:06 | 06.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მთავარი ფაორიტები არიან სამხრეთ აფრიკასთან ერთად

10:04 | 06.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმენა ცხოველები არიან, ურუგვაი არ არის ისეთი მაჩანჩალა რომ ესეთი ანგარიშით მოუგო

0.064887