ფეხბურთი

0:09 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "ვცდილობ გუნდს დავეხმარო, მაგრამ მეტი შემიძლია"

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ მიმდინარე სეზონზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ცდილობს გუნდს დაეხმაროს, მაგრამ უფრო მეტი შეუძლია.

„ვცდილობ საკუთარ თავზე ვიმუშაო, მეტი გოლი გავიტანო და საგოლე პასი გავაკეთო, რათა გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. ჩემს თავზე ვმუშაობ, ყველა მითითებას ვასრულებ, რასაც მწვრთნელი მაძლევს, მაგრამ ვცდილობ ჩემი ინდივიდუალიზმიც გავაერთო ამასთან. როდესაც აქ ჩამოვედი, მინდოდა ასე მეთამაშა, მაგრამ არ ვიცოდი, გუნდის მოთხოვნები. დღეს რასაც ვაჩვენებ, ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესადაც შემიძლია.

რას ითხოვს მწვრთნელი ჩემგან? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციაზე ვთამაშობ. მარჯვენა ფლანგზე თუ ვარ, მთხოვ, რომ საჯარიმოსკენ ვიმოძრაო, მარცხენა ფლანგზე როცა ვთამაშობ, უფრო შუაში შეწევას ითხოვს და მეტი პასის გაკეთებას.

დავიდ გიონის გათავისუფლება? ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, რა მოხდება. ზოგადად, ფეხბურთში რთული პერიოდებიც არის, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები გამოსწორდება და მოგებას დავიწყებთ, როგორც გასულ სეზონში. მოგება ან წაგება ყველას დამსახურებაა, იქნება ეს ფეხბურთელები თუ მწვრთნელი“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს 9 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.129781