ფეხბურთი

16:35 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი: "კვარა და ოსიმენი თუ ფორმაში დაბრუნდებიან, მათი შეჩერება რთული იქნება"

ამერიკული „ლოს ანჯელესის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ძველ ფორმას თუ დაიბრუნებენ, მათი შეჩერება რთული იქნება.

„ნაპოლიმ“ სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ კვარა და ოსიმენი თუ ფორმაში დაბრუნდებიან, მათი შეჩერება რთული იქნება. ახალ მწვრთნელს ყოველთვის დრო სჭირდება, მაგრამ გარსია კარგი მწვრთნელია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონის რანგში თამაში რთულია. ჩემი აზრით, იტალიაში ამჟამად ყველაზე ძლიერი გუნდი „ინტერია“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A-ში 7 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მესამე-მეხუთე ადგილებს „იუვენტუსსა“ და „ფიორენტინასთან“ ერთად იყოფს.

0.110145