ფეხბურთი

17:05 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" პრეზიდენტი: "არ ვიცი, საზონოვი "იუვენტუსთან" ითამაშებს თუ არა, მაგრამ უკეთაა"

„ტორინოს“ პრეზიდენტმა ურბანო კაირომ განაცხადა, რომ საბა საზონოვი სპორტდარბაზში ვარჯიშობს და უკეთაა, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია, მოასწრებს თუ არა, „იუვენტუსთან“ მატჩამდე ბოლომდე გამოჯანმრთელებას.

„საზონოვი უკეთაა, მოტეხილობა არ აქვს, სპორტდარბაზში ვარჯიშობს და საცურაო აუზში ემზადება. არ ვიცი, დერბისთვის გამოჯანმრთელდება თუ არა, მაგრამ უკეთაა“, - ციტირებს ტურინული გამოცემები კაიროს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა კოჭის ტრავმა „ვერონასთან“ მატჩში მიიღო. „ტორინო“ „იუვენტუსს“ 7 ოქტომბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.

0.120134