ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში „ნიუკასლმა“ შინ პსჟ 4:1 დაამარცხა. ამრიგად, ინგლისურმა ლუბმა ზედიზედ ოთხ გამარჯვებას მიაღწია ჯამური ანგარიშით 15:1.
გასული ერთი თვის განმავლობაში „კაჭკაჭებმა" ინგლისის ჩემპიონატში „ბარნლი" (2:0) და „შეფილდ იუნაიტედი" (8:0) დაამარცხეს, ასევე „მანჩესტერ სიტი" ლიგის თასიდან გამოთიშეს (1:0). მანამდე, სეზონის სტარტზე, „ნიუკასლმა“ პრემიერლიგაში სამი მარცხი განიცადა: „სიტისთან“ (0:1), „ლივერპულთან“ (1:2) და „ბრაიტონთან“ (1:3).
მომდევნო მატჩს „კაჭკაჭები" კვირას, 8 ოქტომბერს გამართავენ. ინგლისის ჩემპიონატის მატჩში ედი ჰოუს გუნდი სტუმრად „ვესტ ჰემს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნიუკასლმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 20 წლის განმავლობაში პირველად გავიდა.