ფეხბურთი

1:35 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "სექსი გოლზე უკეთესია, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, დახმარება სჭირდება"

ვეტერანმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირს მორგანთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საკუთარ თავს ღმერთს ხუმრობით არ ეძახის.

„როცა ვამბობ, რომ ღმერთი ვარ, ვხუმრობ? არა, არ ვხუმრობ.

გვარდიოლა? მან პირველ შეხვედრაზე მითხრა, რომ ვარჯიშზე ფეხბურთელები ფერარით არ მოდიოდნენ. პირველი რაც გავაკეთე, ფერარი შევიძინე.

გოლის გატანა სექსზე უკეთესი სიამოვნებაა? არა, სექსი უმჯობესია, ვინც სხვაგვარად მიიჩნევს, გამოდის, რომ სექსის პრობლემა აქვს და დახმარება სჭირდება.

რაიოლა? დიდი დანაკლისია, ის არ იყო მხოლოდ აგენტი, ის ჩემთვის ყველაფერი იყო. ახლაც მენატრება, ყველას ენატრება.

ჩემი ერთი შეცდომა? „არსენალში“ რომ არ წავედი“, - თქვა იბრამ.

0.115999