„სენტ ჯეიმს“ პარკზე“ ჯადოსნური საღამო იყო. „ნიუკასლის“ ფანები ჩემპიონთა ლიგას 20 წელი იყვნენ მონატრებული და „პარი სენ-ჟერმენს“ ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ინგლისურმა გუნდმა ლუის ენრიკეს გუნდი გაანადგურა. არა მარტო შედეგით, არამედ თამაშის ხარისხის მხრივ. „ჯორდებმა“ ყველაფერში დაჯაბნეს პარიზელები და 4:1 მოიგეს. პსჟ-ს არანაირი შანსი არ ჰქონია, ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და დამსახურებულად დარჩა უქულოდ.
ამავე ჯგუფში „დორტმუნდი“ და „მილანი“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ დაზავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, ძალიან კარგი თამაში იყო, ორივე გუნდს შეეძლო მოგება. პირველ ნახევარში გერმანელები იყვნენ უკეთესები, მეორეში - იტალიელები. საბოლოოდ ნულოვანი ფრე.
ორი ტურის შემდეგ ჯგუფს სწორედ „ნიუკასლი“ ლიდერობს 4 ქულით, 3 ქულა აქვს პსჟ-ს, 2 „მილანს“ და 1 – „დორტმუნდს“.
„მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ლაიფციგს“ აჯობა. მართალია, რთულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც დამაჯერებლად 3:1. ამავე ჯგუფში „ცრვენა ზვეზდა“ „იანგ ბოიზს“ ჯერ უგებდა, მერე აგებდა, საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2. „სიტი“ 6 ქულით ლიდერია, „ლაიფციგს“ 3 ქულა აქვს, „იანგ ბოიზს“ და „ცრვენა ზვეზდას“ თითო-თითო.
რომის „ლაციომ“ გლაზგოში, „სელტიკთან“ მძიმე ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. მაურიციო სარის გუნდი აგებდა, მაგრამ მალევე გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 95-ე წუთზე პედრომ გაიტანა. „ლაციომ“ პირველ ტურში „ატლეტიკოსთან“ ასევე ბოლო წუთზე გაათანაბრა და ახლაც იგივე გააკეთა, ოღონდ ამჯერად ეს 3 ქულის მომტანი გოლი იყო. ჯგუფს „ატლეტიკო“ და „ლაციო“ 4-4 ქულით ლიდერობენ, „ფეიენოორდს“ 3 ქულა აქვს, ხოლო „სელტიკმა“ ორივე თამაში წააგო.
„ბარსელონამ“ პორტუში, ადგილობრივ გუნდს 1:0 აჯობა. პირველი ტაიმის მიწურულს გამარჯვების გოლი ფერან ტორესმა გაიტანა, რაც პორტუგალიელთა უხეშ შეცდომას მოჰყვა. „ბარსა“ 6 ქულით ლიდერია, „პორტუს“ და „შახტარს“ 3-3 ქულა აქვთ, „ანტვერპენი“ უქულოდაა.
„სელტიკი“ – „ლაციო“ 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ფურუჰაში (12), 1:1 ვესინო (29), 1:2 პედრო (90)
1. | ატლეტიკო | 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 3 | 1 | 4 |
2. | ლაციო | 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 2 | 1 | 4 |
3. | ფეიენოორდი | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 3 | 1 | 3 |
4. | სელტიკი | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 4 | -3 | 0 |
„ნიუკასლი“ - პსჟ 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 ალმირონი (17), 2:0 ბერნი (39), 3:0 ლონგსტაფი (50), 3:1 ლუკას ერნანდესი (56), 4:1 შერი (90)
„დორტმუნდი“ – „მილანი“ 0:0 (0:0)
1. | ნიუკასლი | 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 1 | 3 | 4 |
2. | პარი სენ-ჟერმენი | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 4 | -1 | 3 |
3. | მილანი | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 |
4. | დორტმუნდი | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | 2 | -2 | 1 |
„ლაიფციგი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ფოდენი (25), 1:1 ოპენდა (48), 1:2 ალვარესი (84), 1:3 დოკუ (90)
„ცრვენა ზვეზდა“ – „იანგ ბოიზი“ 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 ნდიაიე (35), 1:1 უგრინიჩი (48), 1:2 იტენი (61), 2:2 ბუკარი (88)
1. | მანჩესტერ სიტი | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 2 | 4 | 6 |
2. | ლაიფციგი | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 4 | 0 | 3 |
3. | იანგ ბოიზი | 2 | 0 | 1 | 1 | 3 | 5 | -2 | 1 |
4. | ცრვენა ზვეზდა | 2 | 0 | 1 | 1 | 3 | 5 | -2 | 1 |
„პორტუ“ – „ბარსელონა“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ფერან ტორესი (45)
1. | ბარსელონა | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 0 | 6 | 6 |
2. | პორტუ | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 2 | 1 | 3 |
3. | შახტარი | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 5 | -1 | 3 |
4. | ანტვერპენი | 2 | 0 | 0 | 2 | 2 | 8 | -6 | 0 |