ფეხბურთი

0:32 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში „უოტფორდი“ „სანდერლენდს“ ესტუმრა და გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისური გუნდის მაისურით ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

ჩაკვე მოედანზე 65 წუთის განმავლობაში იყო, მერე კი შეცვალეს. იმ დროისთვის ვალერიან ისმაილის გუნდი 0:2 მარცხდებოდა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. გიორგი აქტიური იყო, პირველ ტაიმში საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

„უოტფორდისთვის“ ეს სეზონი ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს: 10 ტურში მხოლოდ 9 ქულა აქვს და 21-ე ადგილზე, გასავარდნი ზონის მიჯნაზეა, რომელსაც მხოლოდ ქულითაა დაშორებული. მომდევნო ტურში „უოტფორდი“ 7 ოქტომბერს, „კარდიფ სიტის“ ესტუმრება.

0.115205