პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველო უმედლოდ დარჩა.
ბრინჯაოს მოპოვების შანსი ორ ქართველს ჰქონდა, თუმცა, ორივემ გადამწყვეტი ბრძოლა წააგო.
60 კგ წონით კატეგორიაში კაკო ჩაფურიშვილი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ყაზახ ტალგატ ორინბასართან ვერაფერი გააწყო და უმედლოდ დარჩა.
66 კგ წონით კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილიც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ფინალს ვერც მან უწია და შემდეგ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იაპონელ იამატო ფუკუდასთან დამარცხდა.
გარდა ამისა, ქალთა შორის, მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია და ელენე წიკლაური ასპარეზობას საწყის სტადიაზე გამოეთიშნენ.